Tag Archives: ზონებში

ფასციკულაციები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფასციკულაციები – (fasciculus – კონა, იოგი) კუნთოვანი ბოჭკოების ცალკეული კონების უნებლიე, სწრაფი შეკუმშვა, რომელიც შესამჩნევია თვალით, მაგრამ არ იწვევს მოძრაობას; ჩვეულებრივ აღინიშნება იმ ზონებში, რომლებიც ინერვირდება დაზიანებული ზურგის ტვინის წინა რქებით ან ზურგის ტვინის ნერვების ფესვებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პედროზოს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პედროზოს დაავადება – ქრომომიკოზი, ვერუკოზული დერმატიტი, ქრომობლასტომიკოზი, ქრომოფიტოზი, ქრონიკული ღრმა მიკოზი, გამოწვეული ფიალოფარას სახეობის პარაზიტული სოკოთი, ახასიათებს კიდურთა კანის და კანქვეშა ქსოვილის უპირატესი დაზიანება, მოყვითალო, ანდა მოწითალო – მოიისფრო ცალკეულ კვანძების წარმოშობა, რომლებიც შემდგომ წყლულდება ან გადაიქცევა პაპილომატოზურ წანაზარდებად. ზოგჯერ ზიანდება შინაგანი ორგანოები და თავის ტვინი მიკროაბსცესის

Read More

აკუპრესურა

აკუპრესურა – რეფლექსოთერაპიის მეთოდი: სხეულის გარკვეულ რეფლექტორულ ზონებში ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე თითების დაჭერა და მასაჟი. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .