Tag Archives: იცენკო

ნეიროენდოკრინული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიროენდოკრინული სინდრომი – ენდოკრინულ – ცვლითი დარღვევების ჯგუფი, რომლებიც დაკავშირებული არიან ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის დარღვევეასთან. ამ ჯგუფში შედის ჰიპოთალამური ჰიპოგონადიზმი, ჰიპერპროლაქტინემია, ადიპოზურ – გენიტალური დისტროფია, იცენკო – კუშინგის დაავადება, აკრომეგალია, უშაქრო დიაბეტი, ჰიპოპიტუიტარიზმი და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

დიუშენის, ფსევდოჰიპერტროფიული მიოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიუშენის, ფსევდოჰიპერტროფიული მიოპათია – ფსევდოჰიპერტროფიული მიოპათია, რომელიც ხასიათდება კუნთების დიფუზური ატროფიით, კანჭის კუნთების ფსევდოჰიპერტროფიით, იხვისებური ბაჯბაჯით. არაიშვიათად ინტელექტის დაქვეითებით, ენდოკრინული მოშლილობებით (იცენკო – კუშინგის სინდრომი, ადიპოზოგენიტალური დისტროფია). ვითარდება სიცოცხლის პირველ წლებში, უწყვეტად პროგრესირებს და სწრაფად მივყავართ უმოძრაობამდე. გადაცემა მემკვიდრეობითი – რეცესიული ტიპით, შეჯაჭვულია X – ქრომოსომასთან. [“3”]

Read More

გილენ – ბარეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გილენ – ბარეს სინდრომი – მწვავე პოლირადიკულონევრიტი, უხშირესად ვირუსული, ზოგჯერ ალერგიული წარმოშობისაა. აღწერილია აგრეთვე შაქრიანი დიაბეტის, იცენკო – კუშინგის დაავადების და თირეოტოქსიკოზის დროს. ხასიათდება კიდურების, განსაკუთრებით ქვედა კიდურების, დისტალური ნაწილების რბილი დამბლით, სეგმენტთა მდებარეობის მგრძნობელობის მოშლით; ხშირად ადგილი აქვს თავის ტვინის ნერვების დაზიანებასაც – (მეტწილად სახის ნერვის

Read More

აპერტ – კუშინგის სინდრომი

აპერტ – კუშინგის სინდრომი – კლინიკურად აღინიშნება ავადმყოფის შესახედაობის შეცვლის (სიმსუქნე, ცხიმის მუცლისა და კისრის უკანა არეში დაგროვების უპირატესობით, მთვარისებრი სახე, ჰირსუტიზმი, ატროფიული ზოლების – სტრიების არსებობა კანზე) შერწყმა არტერიულ ჰიპერტენზიასთან, ოსტეოპოროზთან, კუნთების სისუსტესთან, ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევასთან. აღინიშნება თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ჰიპერფუნქციის (ხშირად ჰორმონოაქტიური სიმსივნის არსებობისას) და ადრენოკორტიკოტროპულ და კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობისას. სინონიმები:

Read More