Tag Archives: კანსა

ქსანთომა

ქსანთომა – 1. xanhtoma (ბერძნ. Xanhtos ყვითელი,  – oma სიმსივნე)  მოყვითალო ფერის კვანძოვანი სიმსივნე, რომელიც შედგება ლიპოიდების შემცველი შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედებისაგან; ვითარდება კანში, ხშირად თვალის ქუთუთოში. 2.   კანსა და ზოგიერთ ქსოვილში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის კეროვანი ჩალაგება; გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის  პროცესების მოშლით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფრიდერიქსენ – ვატერჰაუზ – ბამატერის სინდრომი

ფრიდერიქსენ – ვატერჰაუზ – ბამატერის სინდრომი – თირკმელზედა ჯირკვლების მწვავე უკმარისობა. მიზეზია მათში აპოპლექსიის შედეგად უმწვავესი სეფსისის გამო სისხლძარღვთა შიგნითა დისემინირებული კოაგულოპათიები თრომბოზით. დამახასიათებელია სწრაფი, უეცარი დასაწყისი, თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ცხელება, სისხლჩაქცევები კანსა და კანქვეშ, კოლაფსი, კრუნჩხვები, ლეტალური გამოსავალი რამდენიმე საათში. უმთავრესად აღინიშნება 15 წლამდე ასაკში. სინონიმები: ვატერჰაუზ – ფრიდერიქსენის სინდრომი, მარჩან

Read More