Tag Archives: კეროვან

ქალა – ტვინის ტრამვა (დახურული)

ქალა – ტვინის ტრამვა (დახურული) – (ნერვ. დაავ.) ტვინის შერყევა. ხასიათდება გონების ხანმოკლე დაკარგვით, თავის ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, თავბრუსხვევით. ვლინდება არამყარი კეროვანი სიმპტომები (ნისტაგმი), არტერიული წნევის ცვალებადობა.  ტვინის დაბეჟილობა. დაზიანების უფრო მძიმე ხარისხი, ვიდრე შერყევა. თავის ტვინის სიმპტომები შერწყმულია გამოხატულ კეროვან დარღვევებთან (პარეზები, აფაზია) ტვინის ნივთიერების გამრავლების შედეგად. ტვინზე ზეწოლა. ვითარდება ქალასშიდა სისხლძარღვებიდან სისხლდენის დროს.

Read More

სიმპტომატური წყლულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმპტომატური წყლულები – კუჭის სიმპტომატური წყლულები წარმოადგენს კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკულ კეროვან დესტრუქციას; ეტიოლოგიისა და პათოგენეზის მიხედვით განსხვავდება წყლულოვანი დაავადებისაგან და წარმოადგენს ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობის მხოლოდ კუჭის ადგილობრივ გამოვლინებას, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. კუჭის სიმპტომატური წყლულებია: 1. ,,წამლისმიერი“ წყლულები (აცეტილსალიცილის მჟავასა და მისი

Read More

პეიტც – ეგერსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პეიტც – ეგერსის სინდრომი – (J. L. Peutz, ჰოლანდ. ექიმი; H. Jeghers) კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მემკვიდრულ – ოჯახური პოლიპოზი, რომელიც შერწყმულია კანისა და ლორწოვანი გარსების კეროვან მელანოზთან. სინდრომი ვლინდება წვრილი ნაწლავის მრავლობითი პოლიპოზებით, იშვიათად ზიანდება მსხვილი ნაწლავი და კუჭი, და კეროვანი მელანოზით, მუქი ფერის ჭორფლით, იშვიათად

Read More

კოპულატორული ციკლის ერექციული შემადგენლის დარღვევები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოპულატორული ციკლის ერექციული შემადგენლის დარღვევები – გვხვდება სხვა დარღვევებთან შედარებით იშვიათად და აღინიშნება ზურგის ტვინის, ცხენის კუდის და ანატომიურად მათთან დაკავშირებული ექსტრასპინური განყოფილებების დაავადებების დროს, ასევე სასქესო ასოს კავერნოზული სხეულის დაავადებებისას. დიაგნოსტიკა დაფუძნებულია როგორც სპონტანური, ასევე ადეკვატური ერექციების პარალელური დაქვეითების შერწყმით ზურგის ტვინის ან სასქესო ასოს სისხლძარღვოვანი

Read More

გაკებუშ – გეიერ – გეიმანოვიჩის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაკებუშ – გეიერ – გეიმანოვიჩის სინდრომი – ტვინის ათეროსკლეროზის ცრუ ალცჰეიმერისებური ფორმა – ფსიქიკური დარღვევების სიპტომოკომპლექსი, განვითარებული მოხუცებულობის ასაკში. ვლინდება ჭკუასუსტობით, რომელიც შერწყმულია უმაღლესი ქერქული ფუნქციების კეროვან დარღვევებთან – (აფაზია, აპრაქსია, აგნოზია). დაავადების არსია ტვინში სისხლის მიმოქცევის უკმარისობა და ნერვულ უჯრედთა და ბოჭკოების დისტროფია ძირითადად საფეთქლისა და

Read More