Tag Archives: კვანძ

ოსლერის კვანძები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსლერის კვანძები – წითელი ან მეწამული ფერის, მტკივნეული, გამაგრებული წარმონაქმნები, რომელიც ჩნდებიან ხელისგულებზე, ტერფებზე და განსაკუთრებით ხშირად – თითების ბალიშებზე; აღინიშნება სეპტიკური ენდოკარდიტის დროს. ვითარდება წვრილი სისხლძარღვების დაზიანების შედეგად და წარმოადგენს ანთებით ინფილტრატებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ობერნდორფერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ობერნდორფერის დაავადება – ნაწლავების კარცინოიდი. ბასიათდება ნელი ზრდით, მეტასტაზირებით ღვიძლში, სიმსივნური კვანძები შედგება არგიროფილური უჯრედებისგან, რომელიც ჭარბად პროდუცირებს ტრიფტოფანს და სეროტონინს, რაც იწვევს შეხურებას, სახის, სხეულის და ხელების წითლად დაფოთვლას. არტერიულ ჰიპერტონიას, გულის ფრიალს, თავის ტკივილს, ბრონქოსპაზმს, ფაღარათს, ვითარდება მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია და დილატაცია, სამკარიანი სარქველის ფიბროზი

Read More