Tag Archives: კლასისა

პროტეაზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროტეაზები – 1. ფერმენტები ჰიდროლაზების კლასისა; ცილებსა და პეპტიდებში შლის პეპტიდურ ბმებს, იგივეა, რაც პროტეოლიზური ფერმენტები. [“1”] 2. პროტეაზები – ცილებსა და პეპტიდებში პეპტიდური ბმების ჰიდროლიზის ფერმენტები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პოლიფენილოქსიდაზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიფენილოქსიდაზა – ბუნებაში ფართოდ გავრცელებული ფერმენტი ოქსიდორედუქტაზების კლასისა. პოლიფენილოქსიდაზას მოლ. მასა განსხვავებულია (მაგ. სოკოებში 34500 უდრის, ჩაის ფოთოლში – 144 ათასს). შეიცავს სპილენძს (0,2 – 0,3%). ი – დიფენოლების, აგრეთვე მონო – , ტრი – და პოლიფენილების ჟანგვითი რეაქციების კატალიზატორია, რის შედეგადაც წარმოიქმნება შესაბამისი ქინონები. პოლიფენილოქსიდაზა მონაწილეობას

Read More

ნაუტილუსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაუტილუსი – (Nautilus), უხერხემლოთა გვარი თავფეხიანების კლასისა. ნაუტილუსი ოთხლაყუჩიანთა ქვეკლასის ერთადერთი თანამედროვე ჯგუფია. აქვს გარეგანი, სპირალურად დახვეული, საკნებიანი ნიჟარა, რომლის დიამეტრია 30 სმ. საკნებს ჰიდროსტატიკური აპარატის დანიშნულება აქვს. ნაუტილუსის რამდენიმე სახეობა გავრცელებულია ინდოეთის ოკეანეში და წყნარი ოკეანის დას. ნაწილში. ნაუტილუსი ფსკერზე ხოხავს ან წყლის ზედაპირზე დაცურავს, იკვებება

Read More

ექინოკოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექინოკოკი – (Echinococcus granulosus), ცხოველი თასმისებური ჭიების კლასისა. სქესმწიფე ექინოკოკის სიგრძეა 2 – 8 მმ . თავზე ორი წყება კაუჭებით შეიარაღებული ხორთუმი აქვს. სხეული შედგება 3 – 4 პროგლოტიდისაგან. ლარვას ბუშტის ფორმა აქვს და ამოვსებულია შუამავალი მასპინძლეს სისხლიდან გამოყოფილი სითხით. ექინოკოკი სქესმწიფე სტადიის დროს პარაზიტობს მტაცებლების (ძაღლი,

Read More

ასპერგილუსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ასპერგილუსი – (Aspergillus) ობის სოკოების გვარი ჩანთიანი სოკოების კლასისა. მრავლდებიან კონიდიუმებით – უსქესო გამრავლების დროს წარმოქმნილი სპორებით. ბინადრობენ ნიადაგში, საკვებ პროდუქტებზე და აფუჭებენ მათ. ზოგი სახეობა (A. glaucus, A. fumigatus) იწვევს ადამიანისა და ცხოველის მიკოზს, ზოგს (A. niger) იყენებენ ლიმონის მჟავისა და ყველის წარმოებაში, ხოლო ზოგი სახეობა

Read More