ნერვული ქსოვილი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნერვული ქსოვილი – ქსოვილი, რომელიც ქმნის ნერვულ სისტემას. ნერვული ქსოვილის ძირითადი სტრუქტურულ – ფუნქციური ერთეულია ნეირონი – რთულად დიფერენცირებული უჯრედი, რომელიც ახორციელებს მთელ ნერვულ მოქმედებას. ნეირონებთან ერთად ნერვულ ქსოვილს შეადგენენ ნეიროგლიის უჯრედები, რომლებიც უმთავრესად საყრდენ, ტროფიკულ და სხვა ფუნქციას ასრულებენ. ნერვული ქსოვილის ყველა უჯრედი ვითარდება ერთი და