Tag Archives: კოპრო

ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი – (G. Gilles de la Tourette, ფრან. ექიმი; სინ. ტურეტის დაავადება)  სახის, კისრისა და მხრის სარტყლის  კუნთების ტიკისებრი ბიძგები, ტუჩებისა და ენის უნებლიე მოძრაობები, ხშირი ჩახველება და ფურთხება, კოპროლალია; ხშირად განპირობებულია ზოლიანი სხეულის დაზიანებით, მაგრამ შესაძლოა ჰქონდეს ფუნქციური ხასიათი; აღინიშნება ძირითადად ბავშვებში.

Read More

კოპროპორფირინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოპროპორფირინი – (კოპრო –  + პორფირინი) ჰემისა და ბილირუბინის შუალედური პროდუქტი; მისი განსაზღვრა შარდში, განავალში და სისხლში გამოიყენება ღვიძლის დაავადებების სადიაგნოსტიკოდ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კოპროლალია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოპროლალია – უწმაწური ლაპარაკისა და ბილწსიტყვაობის მიმართ ავადმყოფური მიდერკილება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კოპროლანგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოპროლანგია – (coprolagnia; კოპრო –  + ბერძ. lagneia ავხორცობა) სქესობრივი გაუკუღმართების სახე, როლის დროსაც სქესობრივი დაკმაყოფილება მიიღწევა საპირისპირო სქესის პირის ექსკრემენტების დათვალიერებით ან მისი სუნის შესუნთქვით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კოპროგრამა

კოპროგრამა – (კოპრო –  + ბერძ. gramma ჩანაწერი) განავლის გამოკვლევის შედეგების ჩანაწერი. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი