Tag Archives: კუჭ

წყლულის პენეტრაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წყლულის პენეტრაცია – (ლათ. penetratio – შეღწევა) წყლულის შეღწევა კუჭის ან თორმეტჯოგა ნაწლავის კედლის ფარგლებს გარეთ გარემომცველ ორგანოებში (კუჭქვეშა ჯირკვალი, სანაღვლე გზები და სხვ.). ვლინდება ტკივილით ფერდქვეშა არეში, რომელიც ღებულობს მუდმივ ინტენსიურ ხასიათს, ირადირდებს ამა თუ იმ მიდამოში; აღინიშნება ცხელება, მუცლის კედლის კუნთების დაჭიმულობა, ლოკალური მტკივნეულობა პალპაციისას,

Read More

წვრილი ნაწლავი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წვრილი ნაწლავი – 1. ნაწლავის ნაწილი კუჭსა და მსხვილ ნაწლავს შორის. წვრილ ნაწლავში საბოლოოდ გადამუშავდება საკვები ნაღვლის, ნაწლავისა და კუჭქვეშა ჯირკვლის წვენების ზემოქმედებით, ხდება საკვები ნივთიერებების შეწოვა. ადამიანში განასხვავებენ 12 – გოჯა, მლივ და თეძოს ნაწლავს. 2. საჭმლის მომნელებელი მილის – ნაწლავების შუა მონაკვეთი, პილორუსიდან ბრმა ნაწლავამდე.

Read More