Tag Archives: ლიმფანგიოსარკომა

სტევარტ – ტრივსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტევარტ – ტრივსის სინდრომი – (F. W. Stewart, ამერ. პათოლოგი; N. Treves, ამერ.   ქირურგი)ზედა კიდურის ლიმფანგიოსარკომა, რომელიც ვითარდება მისი ლიმფოსტაზის ფონზე, უმთავრესად რადიკალური მასტექტომიის შემდეგ (კიბოს გამო); ვლინდება მოწითალო – მოლურჯო ბალთებით ან ლაქებით მხრის წინა ან უკანა ზედაპირის კანზე, რომელიც შემდგომში იძენს კვანძების თვისებებს, ცენტრში გარბილებით

Read More

ლიმფანგიოსარკომა

ლიმფანგიოსარკომა – ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება ლიმფური ძარღვების კედლების ელემენტებისაგან. აღინიშნება უპირატესად ზედა კიდურის მიდამოში ლიმფის დინების ხანგრძლივი დარღვევის დროს იმ ავადმყოფებში, რომელთაც გადაიტანეს რადიკალური ოპერაცია სარძევე ჯირკვლის კიბოს გამო. ♦♦ თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”:  – მასტექტომიის შემდგომი ეგზოპროთეზები ,,ამაზონზე” >>>  – მასტექტომიის შემდგომი კომპრესიული სახელოები  ,,ამაზონზე” >>> გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ..

ანგიოსარკომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიოსარკომა – ავთვისებიანი სიმსივნეების ჯგუფი, რომელიც წარმოქმნილია სისხლძარღვების (ჰემანგიოსარკომა) და ლიმფური ძარღვების (ლიმფანგიოსარკომა) კედლის ელემენტებისაგან. მიეკუთვნება შედარებით იშვიათ სიმსივნეებს. ლოკალიზაცია მრავალგვარია: შინაგანი ორგანოები, შუასაყარი, ძვლები. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება კიდურების, ტანის, თავის და კისრის რბილ ქსოვილებში. სიმსივნე იზრდება სწრაფად, ჩაიზრდება გარემომცველ ქსოვილებში და კანში და იწვევს სისხლდენებს. გაფრთხილება!

Read More