ლიმფანგიტი
ლიმფანგიტი lymphangitis ლიმფანგიტი – ლიმფური ძარღვების ანთება. ლიმფანგიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ვლინდება ჰიპერემიული, პალპაციით მტკივნეული ზოლები, რომლებიც მიემართებიან ინფექციის პირველადი კერიდან რეგიონულ ლიმფურ კვანძებამდე; ანთებით პროცესში პრაქტიკულად ყოველთვის ჩართულია ლიმფური კვანძებიც. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, სისხლში – ლეიკოციტოზი. დიაგნოზის დადგენა რთული არ არის, სირთულეები წარმოიქმნება ღრმა ლიმფანგიტების დროს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება მიგრირებად თრომბანგიტთან, ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტთან. ლიმფანგიტი