Tag Archives: ლიმფური კვანძი

ადენოზი

განმარტებითი ლექსიკონი ადენოზი – 1.ჯირკვლების ჭარბი ზრდა ან განვითარება.2.ჯირკვლების ან ჯირკვლის მსგავსი სტრუქტურების,განსაკუთრებით,ლიმფური კვანძების, ნებისმიერი დაავადება.

ადენოფლეგმონა

1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან: ადენოფლეგმონა – ლიმფური კვანძების ირგვლივი უჯრედისის ჩირქოვანი ანთება; წარმოადგენს მწვავე ლიმფადენიტის გართულებას. 2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან: ადენოფლეგმონა – ეტიოლოგია ადენოფლეგმონა ვითარდება აბსცედირებული ლიმფური კვანძისაგან. ინფექციის წყარო შეიძლება იყოს დაზიანებული კბილები, ასევე შეიძლება განვითარდეს ტრავმული დაზიანების, ასეპტიკის წესების დარღვევის შედეგად. დაახლოებით ბავშვთა ერთ მესამედში სახის არეში ფლეგმონის არსებობისას

Read More

ლიმფოგრანულომატოზი

ლიმფოგრანულომატოზი lymphogranulomatosis ლიმფოგრანულომატოზი – ლიმფური კვანძების სიმსივნე. ეტიოლოგია ცნობილი არ არის. კლინიკური სურათი მრავალგვარია. ზოგ შემთხვევებში დაავადება იწყება ინტოქსიკაციით (ცხელება, სისუსტე, ოფლიანობა, ლიმფური კვანძების გადიდება, ედსის მომატება). ზოგჯერ დაავადების დასაწყისი ხასიათდება მხოლოდ რომელიმე ერთი ჯგუფის ლიმფური კვანძების გადიდებით. კვანძები მკვრივია, ელასტიური, ხშირად შეერთებულია ერთმანეთთან. ზოგჯერ მათში წარმოიქმნება ნეკროზები, ჩნდება ფისტულები. ინტოქსიკაციის ხშირი სიმპტომია კანის ქავილი.

Read More