უშვილობა
უშვილობა, უნაყოფობა (ლათ. Sterilitas) — რეპროდუქციულ ასაკში შვილის ყოლის უუნარობა. წყვილი ითვლება უშვილოდ, თუ რეგულარული სქესობრივი კავშირის შემთხვევაში (კვირაში ერთხელ მაინც), კონტრაცეფციის მეთოდების გამოუყენებლად, ქალი ერთი წლის განმავლობაში არ დაორსულდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად: «…წყვილების დაახლოებით 8% აწყდება უშვილობის პრობლემას ცხოვრების რეპროდუქციულ პერიოდში». არჩევენ: აბსოლუტურ უნაყოფობას – განპირობებულია ქალის ან მამაკაცის სასქესო აპარატის განუკურნებელი