Tag Archives: მარინესკუ

მარინესკუ – შეგრენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარინესკუ – შეგრენის სინდრომი – (G. Marinescu რუმინ. ნევროპათოლოგი; K. G. T. Sjogen შვედი ფსიქიატრი და ნევროპათოლოგი)იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება თანდაყოლილი ორმხრივი კატარაქტით, ოლიგოფრენიით და ზურგისტვინ – ნათხემოვანი ატაქსიით. კლინიკურად ვლინდება ადრეულ ასაკში. სიბრმავე ვითარდება ორმხრივი კატარაქტის შედეგად, ირღვევა მოძრაობის კოორდინაცია, მოგვიანებით ვლინდება გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა.

Read More

მარინესკუ – რადოვიჩის რეფლექსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარინესკუ – რადოვიჩის რეფლექსი – ნიკაპის კუნთის შეკუმშვა ხელიგულის კანის შტრიხისებრი გაღიზიანებისას დიდი თითის შემაღლების მიდამოში. მიეკუთვნება ორალური ავტომატიზმის რეფლექსებს და წარმოიქმნება თავის ტვინის დიფუზური ან მულტოფოკალური დაზიანებისას. ნორმაში აღინიშნება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში და ხანში შესულებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More