Tag Archives: მასიურ

მეჭეჭები

მეჭეჭები – (კანისა და ვენ. დაავ) კანის კონტაგიოზური, ვირუსული დაავადება, რომელიც ნებისმიერ ასაკში გვხვდება. სიმპტომები. განასხვავებენ ჩვეულებრივ (მარტივ), ბრტყელ (სიყმაწვილის) და ლანჩისებურ მეჭეჭებს. ჩვეულებრივი მეჭეჭები – ქინძისთავის ან ბარდის მარცვლის ზომის, მკვრივი, არაანთებითი კვანძები, რომელთაც გააჩნიათ არასწორი ზედაპირი დვრილისებრი წანაზარდებით; შესაძლებელია მათი დაჯგუფება უფრო მასიურ ხორკლიან ფოლაქებად. უხშირესად გვხვდება ბავშვებში მტევნების ზურგის ზედაპირებზე, სახეზე, იშვიათად

Read More

ლეიკოენცეფალოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეიკოენცეფალოპათია – (მულტიფოკალური პროგრესული) იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება დიდი ნახევრასფეროების თეთრი ნივთიერების, ნათხემის, თავის ტვინის ღეროს არაანთებითი დაზიანებით. გამომწვევია ვირუსი, რომელიც იწვევს მიელინის მაპროდუცირებელი ოლიგოდენდროციტების მასიურ დაღუპვას. ვლინდება პროგრესირებადი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით (ჰემიპარეზი, ჰემიანოფსია, ატაქსია და სხვ.). თავზურგტვინის სითხეში ცვლილებები არ აღინიშნება. ლეტალობა დგება რამდენიმე თვის განმავლობაში.

Read More

დიელაფუას სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიელაფუას სინდრომი – კუჭიდან სისხლდენა ლორწოვანთან მიმდინარე არტერიული ტოტიდან მისი ეროზიის ნიადაგზე. გვხვდება ახალგაზრდებში, რომელთაც ადრე დიგესტიური სისტემის მხრივ მოვლენები არ აღენიშნებოდათ. ადგილი აქვს უეცარ მასიურ სისხლიან პირღებინებას. ხასიათდება პოსტჰემორაგიული ანემიის სწრაფი განვითარებით. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და

Read More