ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოტოქსიკური T – ლიმფოციტები – (T – lymphocyti cytotoxici) – ლიმფოციტები, რომელთა პროლიფერაცია და დიფერენცირება ეფექტორულ უჯრედებად მიმდინარეობს პერიფერიულ სისხლმბად ორგანოებში ანტიგენის მოქმედების საპასუხოდ. უზრუნველყოფენ ორგანიზმის შიგა გარემოს გენეტიკურ მუდმივობას – შლიან უცხო უჯრედებს უშუალოდ (ცვლიან მათი ციტოლემის შეღწევადობას) ან ლიმფოკინების – მედიატორების გამოყოფის მეშვეობით. (ც. გაჩეჩილაძე,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნერვიზმი – იდეა ცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების რეგულაციაში ნერვული სისტემის (ნს) უპირატესი მნიშვნელობის შესახებ. ნერვიზმის ცნება ფიზიოლოგიაში ი. პავლოვმა შემოიტანა (1883). ნერვიზმის იდეამ უდიდესი გავლენა მოახდინა სსრკ – ში ფიზიოლოგიის განვითარებაზე. იგი აისახა და შემდგომი განვითარება პოვა პავლოვის მოწაფეებისა და მისი მიმდევრების შრომებსა და