მხრის მოტეხილობა (ახალშობილებში)
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მხრის მოტეხილობა (ახალშობილებში) – წარმოადგენს სამეანო ხერხის შედეგს ნაყოფის ფეხით ან მენჯით წინმდებარეობის დროს. გვხვდება დიაფიზური მოტეხილობები, მხრის ძვლის პროქსიმალური და დისტალური ბოლოების მეტაეპიფიზეოლიზები. დიაფიზური მოტეხილობის დროს აღინიშნება შეშუპება, დეფორმაცია, პათოლოგიური მოძრაობა და ნატეხების კრეპიტაცია, ძლიერი მტკივნეულობა და დამოუკიდებელი მოძრაობის შეუძლებლობა. ეპიფიზეოლიზის დროს დამახასიათებელია მხრის ან იდაყვის