Tag Archives: მეტაპლაზიის

რეშად – შილინგის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეშად – შილინგის დაავადება – მწვავე რეტიკულოენდოთელიოზი. ხასიათდება მწვავე დასაწყისით, სიცხიანობით, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაწყლულებით, ჰემორაგიული დიათეზით; შესაძლოა პირღებინება, დიარეა. სისხლში ანემია, ლეიკოციტოზი, მონოციტოზი (90% – მდე ჰისტომონოციტების, მონოციტოიდების, მონობლასტების სიჭარბით), თრომბოციტოპენია. ღვიძლის, ელენთის, ძვლის ტვინის და ლიმფური კვანძების ბიოფსიით დგინდება რეტიკულოენდოთელიური პროლიფერაცია, მიელოიდური მეტაპლაზიის კერები.

Read More

პელეგრინ – შტიდის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პელეგრინ – შტიდის დაავადება – (A. Pellegrini, იტალ. ქირურგი; A. Stieda, გერმ. ქირურგი; სინ.: შტიდის მოტეხილობა, შტიდ – პელეგრინის სინდრომი) ბარძაყის ძვლის მედიალური ზედაროკის მიდამოში პარაარტიკულური ქსოვილების პოსტტრავმული ოსიფიკაცია. დაავადება აღინიშნება ორივე სქესის პირებში, უფრო ხშირად კი – მამაკაცებში, 25 – 45 წლის ასაკში. ვითარდება პირდაპირი დარტყმის

Read More

მეტაპლაზია უჯრედების, ქსოვილის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეტაპლაზია უჯრედების, ქსოვილის – (metaplasia cellularum / textus / ლათ.metaplasis – გარდაქმნა) უჯრედების, ქსოვილის მორფოფიზიოლოგიური თვისებების მყარი ცვლილება, რომელსაც თან სდევს მათი გარდაქმნა სხვა ტიპის უჯრედებად (ქსოვილად). უჯრედების დიფერენცირებისა და დეტერმინაციის მიხედვით, სომატური ციტოგენეზის მიმდინარეობისას მეტაპლაზიის უნარი თანდათან მცირდება, რასთან დაკავშირებითაც ერთი ქსოვილოვანი უჯრედის გარდაქმნა მეორე ქსოვილოვან

Read More

გაძვალება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაძვალება – ხრტილოვანი, შემაერთებელი ან სხვა რომელიმე ქსოვილის შეცვლა ძვლოვანი ქსოვილით. ემბრიონულ და ჩონჩხის ზრდის პერიოდში გაძვალება ფიზიოლოგიური მოვლენაა და საფუძვლად უდევს ძვლის განვითარებასა და ზრდას – (იხ. ძვალი), მოხუცებულობაში ნეკნების, ხორხის , ბრონქების და ზოგი სხვა ორგანოს ხრტილების გაძვალება პათოლოგიური პროცესის მოსაზღვრე მდგომარეობად ითვლება. სახსრებისა და

Read More