Tag Archives: მეცნ

ტოპოგრაფიული ანატომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოპოგრაფიული ანატომია – ანატომიის გამოყენებითი დარგი, რომელიც შეისწავლის ორგანიზმის ორგანოებისა და სისტემების ურთიერთგანლაგების ნორმასა და პათოლოგიას ასაკობრივი, სქესობრივი და კონსტიტუციური თავისებურებების გათვალისწინებით. ტოპოგრაფიული ანატომიის მონაცემების საფუძველზე ტარდება რაციონალური ოპერაციები სხვადასხვა ორგანოებზე. სსრკ – ში ტოპოგრაფიული ანატომია ოპერაციულ ქირურგიასთან ერთად დამოუკიდებელი სამედ. დისციპლინა და სწავლების საგანია. ნორმალური ანატ.

Read More

სამკურნალო რეცეპტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამკურნალო რეცეპტები – XVIII – XIX სს. სამედიცინო ძეგლი, რომლის ავტორია დავით ბაგრატიონი (გიორგი XIII – ის უფროსი ვაჟი). ძეგლი შედგენილია რუს., ქართ., და ლათ. წყაროების საფუძველზე. ტექსტი დაყოფილია თავებად და დალაგებულია ანბანზე დაავადებების მიხედვით (მაგ., ანტონის ცეცხლისათვის…, ბუასილისათვის… და ა. შ.). თითოეულ დაავადებას ახლავს სათანადო რეცეპტი.

Read More

პათოფსიქოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პათოფსიქოლოგია – ფსიქოლოგიის დარგი, რ – იც შეისწავლის პიროვნებისა და მისი ფსიქიკური მოქმედების ავადმყოფური რღვევის კანონზომიერებებს. მისი ჩამოყალიბება მჭიდროდაა დაკავშირებული ფსიქიატრიისა და ნევროლოგიის განვითარებასთან. პათოფსიქოლ. კვლევის მონაცემებით სარგებლობენ ფსიქიატრიასა და ნევროლოგიაში დიფერენც. – დიაგნოსტიკური ამოცანების გადაწყვეტისას. საბჭ. კავშირში პათოფსიქოლოგიის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი ლ. ვოგოტსკისა და დ.

Read More

ნერვიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნერვიზმი – იდეა ცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების რეგულაციაში ნერვული სისტემის (ნს) უპირატესი მნიშვნელობის შესახებ. ნერვიზმის ცნება ფიზიოლოგიაში ი. პავლოვმა შემოიტანა (1883). ნერვიზმის იდეამ უდიდესი გავლენა მოახდინა სსრკ – ში ფიზიოლოგიის განვითარებაზე. იგი აისახა და შემდგომი განვითარება პოვა პავლოვის მოწაფეებისა და მისი მიმდევრების შრომებსა და

Read More