Tag Archives: მიანობაში

სამუშაო დრო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამუშაო დრო – შრომით საქმიანობაში მონაწილეობის დრო, რომელიც იზომება სამუშაო დღის, კვირის, თვის ან წლის  ხანგრძლივობით; ეს არის დრო, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა შრომითი დანახარჯების შეფასების საზომს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ნიჭიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნიჭიერება – (ფსიქოლოგია) 1. ნიჭის, უნართა თვისებრივად თავისებური შეხამება, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედების შესრულების წარმატებას. ერთობლივი მოქმედება ნიჭიერებისა, რომელიც წარმოადგენს გარკვეულ სტრუქტურას, ახდენს ცალკეული უნარის უკმარისობის კომპენსაციას, უფრო მეტად განვითარებულების ხარჯზე; 2. ზოგადი ნიჭი ან ნიჭის ზოგადი მომენტები, რომლებიც განაპირობებენ პიროვნების შესაძლებლობების საზღვრებს, მისი მოქმედების დონესა და თავისებურებას;

Read More

მეხსიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეხსიერება – 1. (ფსიქოლოგია)წარსული გამოცდილების ორგანიზაციისა და შენახვის პროცესები, რომელიც შესაძლებელს ხდის მის განმეორებით გამოყენებას საქმიანობაში, ან აბრუნებს ცნობიერების სფეროში. მეხსიერება აკავშირებს სუბიექტის წარსულს მის აწყმოსთან და მომავალთან და წარმოადგენს მნიშვნელოვან შემეცნებით ფუნქციას, რომელიც საფუძვლად უდევს განვითარებასა და სწავლებას. 2. (ინტ.)memory – ზოგადად: ობიექტის უნარი, შეინახოს ინფორმაცია;

Read More