Tag Archives: მოზრდილები

ადრენოლეიკოდისტროფია

განმარტებითი ლექსიკონი ადრენოლეიკოდისტროფია – მემკვიდრული დაავადება,რომელიც იწვევს სხვადასხვა ნევროლოგიურ დარღვევებს ბავშვებში და მოზრდილებში.ვლინდება ფეხების პროგრესირებადი სპასტიური დამბლის და მათი მგრძნობელობის დაკარგვის,თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციონირების უკმარისობის და სასქესო ჯირკვლების ნორმასთან შედარებით მცირე ზომების სახით.

აორტის კოარქტაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აორტის კოარქტაცია – (ლათ. Coarctatio შევიწროება; აორტა) აორტის თანდაყოლილი სტენოზი ან სრული ატრეზია, რომელიც ვლინდება დამახასიათებელი კლინიკური სურათით. აორტის კოარქტაცია განიხილება როგორც მანკი; ავადმყოფთა დაახლოებით 20% – ს 12 წლამდე ჩივილები არ აღენიშებათ. უფრო მოზრდილები უჩივიან თავის ტკივილს, გულის ფრიალს, ქოშინს, ცხვირიდან სისხლდენებს, ქვედა კიდურების გაცივებას, ფეხებში

Read More

ასთენოპია აკომოდაციური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ასთენოპია აკომოდაციური – ეტიოლოგია, პათოგენეზი. არაკორეგირებული ჰიპერმეტროპია, პრესბიოპია, ასტიგმატიზმი; ცილიარული კუნთის სისუსტე. ზედმეტი დაძაბვის გამო ხდება ცილიარული კუნთის დაღლა; მის შესუსტებას ხელს უწყობს ზოგადი დაავადებები და ინტოქსიკაციები. სიმპტომები: თვალებში დაღლისა და სიმძიმის შეგრძნება; თავის ტკივილი და ტკივილი თვალებში ახლო მანძილზე ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ; 40 წელზე უფროს პირებში

Read More