Tag Archives: მოლ

პროტამინები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროტამინები – 1. დაბალმოლეკულური ცილები (მოლ. მასა 4000 – 12000), რ – ებიც მოიპოვება თევზის სპერმატოზოიდში. პროტამინები დიდი რაოდენობით შეიცავს ფუძე ამინომჟავებს, განსაკუთრებით არგინინს (70 – 80%), რაც განაპირობებს ამ ცილების საერთო ფუძე თვისებებს. პროტამინები კარგად იხსნება წყალში, მჟავე და ნეიტრალურ არეში, ილექება ტუტეებით, გაცხელებისას არ დენატურირდება.

Read More

პოლიფენილოქსიდაზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიფენილოქსიდაზა – ბუნებაში ფართოდ გავრცელებული ფერმენტი ოქსიდორედუქტაზების კლასისა. პოლიფენილოქსიდაზას მოლ. მასა განსხვავებულია (მაგ. სოკოებში 34500 უდრის, ჩაის ფოთოლში – 144 ათასს). შეიცავს სპილენძს (0,2 – 0,3%). ი – დიფენოლების, აგრეთვე მონო – , ტრი – და პოლიფენილების ჟანგვითი რეაქციების კატალიზატორია, რის შედეგადაც წარმოიქმნება შესაბამისი ქინონები. პოლიფენილოქსიდაზა მონაწილეობას

Read More

ლეიცინი

ლეიცინი – (ბერძნ. leukos – თეთრი), ამინოიზოკაპრონმჟავა, მონოამინომონოკარბონმჟავათა ჯგუფის ამინომჟავა, უფერო კრისტალებია, tდნ 293 – 295°C, ცუდად იხსნება ცივ წყალში, მოლ. მასა 131,18. ლეიცინი შედის ყველა მცენარეულ და ცხოველურ ცილაში. ერთ – ერთი შეუცვლელი ამინომჟავაა. საკვებ პროდუქტებში ლეიცინის ნაკლებობა აფერხებს ბავშვების ზრდას. მოზრდილ ადამიანს დღე – ღამეში სჭირდება 31 მგ/კგ, ახალშობილს – 425 – მგ/კგ.

Read More

ადენოზინფოსფორის მჟავები

ლალი დათეშიძე

ადენოზინფოსფორის მჟავები – ნუკლეოტიდები (იხ.), ადენოზინის მონო – , და დი – , და ტრიფოსფორის ეთერები, რომელთა შედგენილობაში შედის ადენინი (იხ.), ნახშირწყალი რიბოზა (იხ.) და ფოსფორმჟავას ერთი (ამფ), ორი (ადფ) ან სამი (ატფ) ნაშთი. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველი უჯრედის ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლაში. ადფ – სა და ატფ – ში ქიმ. ენერგიის დიდი მარაგია, რის გამოც მათ მაკროერგულ ნაერთებს (იხ.) უწოდებენ.

Read More