Tag Archives: მომსახურების

ონლაინ – ტექნოლოგიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ონლაინ – ტექნოლოგიები – (ინტ.) on line შეტყობინებათა კომუნიკაციის საშუალებები ქსელურ საინფორმაციო სივრცეში, რომლებიც რეალურ დროში ინფორმაციის სინქრონულ გაცვლას უზრუნველყოფენ. საუბარი ინტერნეტში მოკლე ტექსტური შეტყობინებების დახმარებით („ჩეთი“), აუდიოვიზუალური კონფერენციები, ინტერაქტიური ქსელური თამაშები,დროის რეალურ რეჟიმში ინტერნეტ – მომსახურების სხვადასხვა ფორმები, ონლაინ – ტექნოლოგიების მოკლე ჩამონათვალს წარმოადგენენ. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ონლაინ – ბროკერი, ქსელური ბროკერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ონლაინ – ბროკერი, ქსელური ბროკერი – (ინტ.) on line broker კლასიკური ან დის კონტური ტიპის ბროკერი, რომელიც თავის მომსახურებას ინტერნეტის საშუალებით სთავაზობს. აქ ინტერნეტი, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, შეკვეთების მიღების დამატებით (ტელეფონთან მიმართებაში), ვარიანტს წარმოადგენს, რომელიც უფრო მეტი კლიენტების მომსახურების საშუალებას იძლევა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More