Tag Archives: მომწიფებულ

სპერმატიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმატიდები – (spermatidia ბერძნ. sperma  –  თესლი და eidos  –  მსგავსი) განვითარებადი მამრობითი სასქესო  უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან პრესპერმატიდებისაგან მომწიფების შედეგად. ჩამოყალიბების პერიოდის გავლის შემდგე სპერმატიდები შემდგომი გაყოფის გარეშე გადაიქცევა მომწიფებულ მამრობით სასქესო უჯრედებად  –  სპერმატოზოიდებად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

სასქესო უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასქესო უჯრედები – (cellulae sexuales)   უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან სასქესო ჯირკვლების (სპერმატოზოიდებისა და კვერ­ცხ უჯრედების) ეპითელიუმის განვითარების პროცესში. ისინი სპეციალ­დებიან ორგანიზმთა კვლავწარმოსაქმნელად. განაყოფიერების დროს მამრობითი და მდედრობითი სასქესო  უჯრედები წარმოქმნიან ზიგოტას , რომლისგანაც ახალი ორგანიზმი ვითარდება. სასქესო უჯრე­დებთანაა დაკავშირებული მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემა მშობლებიდან შთამომავლობაზე. მომწიფებულ სასქესო უჯრედებს აქვს

Read More

პლოიდია

პლოიდია – (ploidia ბერძნ.ploos – ჩალაგება) უჯრედის ქრომოსომული ნაკრები. მომწიფებულ სასქესო უჯრედებს ახასიათებს ბირთვებში ერთი ქრომოსომული ნაკრების შემცველობა (იხ.ჰაპლოიდია, მონოპლოიდია). როგორც წესი, სომატურ უჯრედებს აქვთ ქრომოსომების დიპლოიდური ნაკრები, მაგრამ შესაძლებელია სხვადასხვა გადახრა უჯრედებში ქრომოსომების ტიპური რიცხვიდან, რაც აღინიშნება ტერმინებით „პოლიპლოიდია“ , „ანეუპლოიდია“ , „ჰეტეროპლოიდია“ და სხვ. იხ.აგრეთვე ქრომოსომული აბერაციები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის

Read More

მიელოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მიელოციტები – (myelocyti ბერძნ.myelos – ტვინი და cytos – უჯრედი) ძვლის ტვინის მარცვლოვანი ლეიკოციტების მოუმწიფებელი ფორმები, რომლებიც მეტამიელოციტის სტადიის გავლით მომწიფე­ბულ ლეიკოციტებად გადაიქცევიან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა

Read More

მეტამიელოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეტამიელოციტები – (metamyelocyti ბერძნ.meta – შემდეგ, myelos – ტვინი და cytos – უჯრედი) წითელი ძვლის ტვინის განვითარებადი მარცვლოვანი ლეიკოციტები , რომლებიც არიან მომწიფებულ ფორმასთან ახლო სტადიაზე, ე.ი.მიელოციტებთან შედარებით უფრო მოგვიანო სტადიაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული

Read More