Tag Archives: მწებავი

სინოვიური ცისტა კანის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინოვიური ცისტა კანის – კეთილთვისებიანი ცისტა, რომელიც ვითარდება კანის შემაერთებელი ქსოვილის ლორწოვანი დისტროფიის შედეგად. გვხვდება იშვიათად, უპირატესად ქალებში 40 წლის ასაკის ზემოთ; ცისტა ამოვსებულია ლორწოვანი ნივთიერებით. კანის სინოვიური ცისტა ლოკალიზებულია მტევნის თითების ზურგისა და გვერდითი ზედაპირების კანზე. როგორც წესი, წარმოიქმნება 1 – 2 ცისტა, რომელიც წარმოადგენს ნახევრადგამჭირვალე,

Read More

საფარი მემბრანა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საფარი მემბრანა – (membrana tectoria)  სმენის ორგანოს  –  სპირალური (კორტის) ორგანოს რეცეპტორული აპარატის ზევით მდე­ბარე საფარი ფირფიტა, კოლაგენური ბოჭკოებისა და მწებავი ნივთიერე­ბისაგან აგებული ფირფიტა, რომელიც იწყება სპირალური ლიმბის ეპი­თე­ლიუმიდან და ფარავს სპირალური ორგანოს სენსორული  უჯრედების მწვერვალებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

რინიტი ატროფიული ქრონიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რინიტი ატროფიული ქრონიკული – ქრონიკული რინიტი, რომელიც ხასიათდება ლორწოვანი გარსის ატროფიით, იშვათად –  ძვლოვანი ქსოვილის, ცხვირის ნიჟარების, მწებავი ექსუდატისა და ქერქების განვითარებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მცირე სასქესო ბაგეების სინექიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მცირე სასქესო ბაგეების სინექიები – (გინეკ.) (მცირე სასქესო ბაგეების მიწებება), ან ბავშვებში მწებავი ვულვიტი. ვითარდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად. პერიოდულად ავადმყოფები უჩივიან შარდვის შენელებას, ხშირად მისი აღმოჩენა ხდება შემთხვევით, პროფილაქტიკური გასინჯვის დროს. მისი თვითნებურად განკურნება ხდება სქესობრივი მომწიფების დადგომისთანავე. უხეში შეხორცებითი პროცესის არსებობის შემთხვევაში ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა.

Read More