მწვავე ლეიკოზი
მწვავე ლეიკოზი
მწვავე ლეიკოზი წარმოადგენს სისხლის სისტემის ავთვისებიან სიმსივნეს. სიმსივნის ძირითად სუბსტრატს შეადგენს ახალგაზრდა ე.წ ბლასტური უჯრედები. მორფოლოგიის და უჯრედების ციტოქიმიურ მაჩვენებლებთან დამოკიდებულებით მწვავე ლეიკოზების ჯგუფში გამოყოფენ: მწვავე მიელობლასტური ლეიკოზი, მწვავე მონობლასტური ლეიკოზი, მწვავე მიელომონობლასტური ლეიკოზი, მწვავე პრომიელოციტური ლეიკოზი, მწვავე ერითრომიელოზი, მწვავე მეგაკარიობლასტური ლეიკოზი მწვავე არადიფერენცირებადი ლეიკოზი და მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი. >>>>>