Tag Archives: ნაერთები

არაორგანული პოლიმერები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არაორგანული პოლიმერები – მაღალმოლეკულური ნაერთები, რომელთა მაკრომოლეკულა შედგება ერთი ან რამდენიმე ელემენტის ატომებისაგან შემდგარი არაორგანული წარმოშობის მთავარი ჯგუფებისაგან. არსებობს ბუნებრივი და სინთეზური არაორგანული პოლიმერები. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

არომატული ნაერთები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არომატული ნაერთები – ციკლური ორგანული ნაერთები. არსებობს ერთი ციკლური ჯგუფისაგან შედგენილი – მონო, ორისგან – ბიციკლური და მრავლისაგან – პოლიციკლური ნაერთები. ტიპიური წარმომადგენელია ბენზოლი გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

ანტიმუტაგენები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანტიმუტაგენები – ქიმიური და ფიზიკური ფაქტორები, რომლებიც ამცირებენ ორგანიზმის მემკვიდრულ ცვლილებებს – მუტაციებს, მაგ. სულფჰიდრილური ნაერთები. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

ანილინის საღებავები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანილინის საღებავები – ორგანული ნაერთები, რომლებიც წარმოიქმნებიან ანილინისა და მისი მარილების დაჟანგვით; ფართოდ გამოიყენებიან ჰისტოლოგიურ ტექნიკაში; გააჩნიათ ბაქტერიოციდული, ზოგიერთებს კი – კანცეროგენული მოქმედება. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

აზინები

აზინები – ჰეტეროციკლური ნაერთები, იყენებენ ფსიქიატრიულ და ქირურგიულ პრაქტიკაში. მათში ნახშირბადის გარდა ორი ჰეტეროატომია, მათ შორის ერთი აზოტის. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილება! .