წყალ-მარილოვანი ცვლა
წყალ-მარილოვანი ცვლა
წყალ-მარილოვანი ცვლა გულისხმობს წყლისა და მარილების (ელექტროლიტების) ორგანიზმში შეწოვის, შინაგან სივრცეებში გადანაწილებისა და გამოყოფის პროცესებს. ადამიანის წყლის დღე-ღამური მოთხოვნილება შეადგენს 2.5 ლიტრს, საიდანაც დაახლოებით 1 ლიტრს იგი საკვებიდან ღებულობს. ორგანიზმში წყლის მთლიანი მოცულობის 2/3 მოდის უჯრედშიდა სითხეზე, ხოლო 1/3 – უჯრედგარეთაზე, რომელიც (სხეულის მასის 5%) განაწილებულია სისხლძარღვებში, უდიდესი ნაწილი კი მოდის ინტერსტიციულ ანუ ქსოვლოვან სითხეზე (დაახლოებით სხეულის მასის 15%).