სიმულაცია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმულაცია – (ფსიქოლოგია) ქცევა, რომელიც მიმართულია დაავადების ან მისი ცალკეული სიმპტომების იმიტაციაზე, მოტყუების მიზნით. სიმულაციის მოტივები შესაძლოა იყოს: გარკვეული შეღავათების მიღება, პასუხისმგებლობიდან თავის არიდება, სწრაფვა საკუთარი თავისადმი ყურადღების მიპყრობისა (მაგალითად, ბავშვებში მშობლიური ზრუნვის ნაკლებობისას), დახმარების საჭიროება და ა. შ. სიმულაციის მიზნის პიროვნული აზრი შესაძლებელია იყოს როგორც გაცნობიერებული,