Tag Archives: ნეიროფსიქოლოგიური

პოსტტრავმატული ენცეფალოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტტრავმატული ენცეფალოპათია – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება მძიმე ან საშუალოდ მძიმე ქალა – ტვინის ტრვმის შედეგად, ნეიროფსიქოლოგიური და ქცევის დარღვევებით. მის სუბსტრატს წარმოადგენს ტვინის ნივთიერების კეროვანი და დიფუზური დაზიანება. ნეიროფსიქოლოგიური დარღვევების ხასიათი დამოკიდებულია დაზიანების ლოკალიზაციაზე და ტრავმის სიმძიმეზე. ხშირად ზიანდება მეხსიერება, აზროვნება, ავადმყოფი კარგავს საკუთარი მოქმდებების კონტროლის

Read More

პერინატალური ენცეფალოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერინატალური ენცეფალოპათია – კრებითი ტერმინი თავის ტვინის ეტიოლოგიის მიხედვით სხვადასხვა ან წარმოშობის მიხედვით დაუზუსტებელი არაანთებითი დაზიანებების აღსანიშნავად, რომელიც ვითარდება ნაყოფში მშობიარობისას, ან მის წინა პერიოდში. მწვავე პერიოდში პერინატალური ენცეფალოპათია ვლინდება მომატებული ნეირორეფლექტორული აგზნებადობით, მოდუნებით, ადინამიით, ცნობიერების დათრგუნვით კომამდე, ეპილეფსიური შეტევებით. მსუბუქ შემთხვევებში სიმპტომები რეგრესირდება რამდენიმე კვირის ან

Read More

კოგნიტური დარღვევები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოგნიტური დარღვევები – ტვინის უმაღლესი ფუნქციების სხვადასხვა დარღვევების კრებითი აღნიშვნა. ჩვეულებრივ უკავშირდება თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ორგანულ დაზიანებას. შესაძლებელია გამოიხატებოდეს მეხსიერების, ყურადღების, ფსიქომოტორული კოორდინაციის, მეტყველების, თვლის, აზროვნების, ორიენტაციის დარღვევით. ვლინდება ნეიროფსიქოლოგიური გამოკვლევით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

დისცირკულარული ენცეფალოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დისცირკულარული ენცეფალოპათია – ტვინის სისხლძარღვოვანი დაზიანების ქრონიკული პროგრესირებადი ფორმა. განსაკუთრებით ხშირია მოხუცებულობით ასაკში.  ადგილი აქვს თავის ტვინის მრავალკეროვან ან დიფუზურ დაზიანებას ნევროლოგიური და ნეიროფსიქოლოგიური დარღვევების კოპლექსით. დისცირკულარული ენცეფალოპათიის ძირითადი გამოვლენაა კოგნიტური (შემეცნებითი) ფუნქციის მოშლა, ემოციურ – პიროვნული დარღვევები, პირამიდული, ექსტრაპირამიდული, ფსევდობულბური და ნათხემის, ასევე ვესტიბულური და ვეგეტატური

Read More