Tag Archives: ობიექტში

ციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოზი – 1. (cytosis ბერძნ. cytos – უჯრედი) ნივთიერებათა შესვლა უჯრედში ან მისგან გამოსვლა არა დიფუზიის გზით, არამედ პინოციტოზისა და ფაგოციტოზის მეშვეობით. არჩევენ ენდოციტოზსა (ნივთიერებების შესვლას უჯრედებში) და ეგზოციტოზს (ნივთიერებების გამოსვლას უჯრედებში). ტერმინები შემოიღო ა.ნოვიკოვმა (1963). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

ტინდალიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტინდალიზაცია – მიკრობებისა და მათი სპორების განადგურების მეთოდი გარკვეულ ობიექტში, რაც ხორციელდება ორთქლით დამუშავებით 1000 C – ის ტემპერატურის პირობებში. იყენებენ სითხეებისა და საკვები პროდუქტების სტერილიზაციისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რენტგენოსტრუქტურული ანალიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რენტგენოსტრუქტურული ანალიზი – (analysis roentgeno­structuralis)   უჯრედების მოლეკულური ორგანიზაციის გამოკვლევის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი მეთოდი, რომელიც დამყარებულია რენტგენის სხივების დიფრაქციის (შემოვლის) მოვლენის გამოყენებაზე ობიექტში მათი გატარების დროს. ობიექტის სივრცობრივ ჩარჩოში მოლეკულების გან­ლაგების ხასიათის მიხედვით ფოტოფირ­ფიტაზე წარმოიქმნება კონცენ­ტრული რგოლებისა და რკალების გამოსა­ხუ­ლება, რომელთა სიგანისა და ერთმანეთს შორის მანძილის მიხედვით

Read More

ინტერფერენციული მიკროსკოპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინტერფერენციული მიკროსკოპია – (ლათ. interferentio – ზედდება, დაშრევება) ციტოლოგიური ანალიზის მეთოდი, რომელიც ხორციელდება ინტერფერენციული მიკროსკოპის მეშვეობით. ასეთი ტიპის მიკროსკოპებში ობიექტზე დაცემული სინათლის კონები ორმაგ­დება, ამასთან, ერთი კონა გადის ობიექტში, მეორე კი – განზე. სინათლის კონების შემდგომი შეერთების დროს მათი ინტერფერენციის შედეგად წარმოიქმნება უჯრედის გამოსახულება, რომელიც რამდენადმე განსხ­ვავდება

Read More