Tag Archives: ოოგენეზის

რედუქციული სხეულაკები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რედუქციული სხეულაკები – (corpuscula reductiva)   მდედრობითი სასქესო აბორტული  უჯრედები. სინ. პირველი და მეორე რიგის მიმართებითი სხეულაკები, პოლოციტები. სახელწოდება „რედუქციული“ სხეულაკი დაკავშირებულია ოოგენეზის რედუქციული გაყოფის დროს ამ  უჯრედების წარმოქმნასთან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

პირველი რიგის ოოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირველი რიგის ოოციტები – (oocyti ბერძნ.oon – კვერცხი და cytos – უჯრედი. სინ.ოვოციტები) ოოგონიებიდან განვითარებული მდედრობითი სასქესო უჯრედები, რომლებიც ოოგენეზის ზრდის პერიოდში არიან. მათ ახასიათებს ქრომოსომათა დიპლოიდური რიცხვი. ზრდის პერიოდში პირველი რიგის ოოციტების ბირთვებში გამოვლინდება ქრომოსომები, რაც არის ერთ – ერთი ნიშანი ოოციტების მომზადებისა მომწიფების გაყოფისადმი (მეიოზური,

Read More

ოოგონიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოოგონიები – (oogonia ბერძნ.oon – კვერცხი, gonos – დაბადება. სინ.ოვოგონიები) კვერცხუჯრედის განვითარების საწყისი უჯრედები, რომლებიც ემბრიონის საკვერცხეში მრავლდებიან და რომლებისგანაც პირველი და მეორე რიგის ოოციტების სტადიების გავლით ოოგენეზის პროცესში წარმოიქმნება მომწიფებული სასქესო უჯრედები – კვერცხ უჯრედები (მდედრობითი). ოოგონიები შეიცავენ ქრომოსომათა დიპლოიდურ ნაკრებს. ისინი მიტოზით ინტენსიურად იყოფიან. ამის

Read More

ოოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოოგენეზი – (oogenesis ბერძნ.oon – კვერცხი, genesis – განვითარება; სინ.ოვოგენეზი) ოოგონიებიდან პირველი და მეორე რიგის ოოციტების სტადიების გავლით მომწიფებული კვერცხ უჯრედების წარმოქმნამდე მდედრობითი სასქესო უჯრედების განვითარების პროცესი. ოოგენეზის განმავლობაში არჩევენ სამ პერიოდს: გამრავლების, ზრდისა და მომწიფების. თითოეულ პერიოდს შეესაბამება უჯრედული ფორმები, რომელთაც აქვთ თავიანთი სახელწოდება, სახელდობრ: ოოგონიები,

Read More