Tag Archives: ოოგენეზი

სასქესო უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასქესო უჯრედები – (cellulae sexuales)   უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან სასქესო ჯირკვლების (სპერმატოზოიდებისა და კვერ­ცხ უჯრედების) ეპითელიუმის განვითარების პროცესში. ისინი სპეციალ­დებიან ორგანიზმთა კვლავწარმოსაქმნელად. განაყოფიერების დროს მამრობითი და მდედრობითი სასქესო  უჯრედები წარმოქმნიან ზიგოტას , რომლისგანაც ახალი ორგანიზმი ვითარდება. სასქესო უჯრე­დებთანაა დაკავშირებული მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემა მშობლებიდან შთამომავლობაზე. მომწიფებულ სასქესო უჯრედებს აქვს

Read More

ოოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოოგენეზი – (oogenesis ბერძნ.oon – კვერცხი, genesis – განვითარება; სინ.ოვოგენეზი) ოოგონიებიდან პირველი და მეორე რიგის ოოციტების სტადიების გავლით მომწიფებული კვერცხ უჯრედების წარმოქმნამდე მდედრობითი სასქესო უჯრედების განვითარების პროცესი. ოოგენეზის განმავლობაში არჩევენ სამ პერიოდს: გამრავლების, ზრდისა და მომწიფების. თითოეულ პერიოდს შეესაბამება უჯრედული ფორმები, რომელთაც აქვთ თავიანთი სახელწოდება, სახელდობრ: ოოგონიები,

Read More

გამეტოგენეზი

გამეტოგენეზი – 1. (gametogenesis გამეტა და ბერძნ.genesis – განვითარება) სასქესო უჯრედების განვითარება. იხ.სპერმატოგენეზი და ოოგენეზი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2. გამეტოგენეზი – სასქესო ჯირკვლებში სასქესო უჯრედების – გამეტების წარმოქმნის პროცესი. 3. გამეტოგენეზი (gametogenesis) – სასქესო უჯრედების განვითრების პროცესი. მცენარეებში გამეტოგენეზი წარმოდგენილია მიკროსპოროგენოზით და მაკროსპოროგენოზით, ხოლო ცხოველებში გამეტოგენეზი (სპერმატოგენეზი და

Read More