Tag Archives: ოოციტების

ტეტრადები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტეტრადები – (ბერძნ.tetras, tetrados  –  ოთხი)  –  განვითარებადი სასქესო  უჯრედების ( პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების) ქრომოსომული კომპლექსები, რომლებიც წარმოდგენილია ბივალენ­ტებით, ე.ი. მეიოზის პროფაზის დროს შეწყვილებული ორი ქრომატიდისაგან. ამრიგად, ქრომატიდების საერთო რიცხვი ბივალენ­ტურ კომპლექსში ოთხის ტოლია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

პირველი რიგის ოოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირველი რიგის ოოციტები – (oocyti ბერძნ.oon – კვერცხი და cytos – უჯრედი. სინ.ოვოციტები) ოოგონიებიდან განვითარებული მდედრობითი სასქესო უჯრედები, რომლებიც ოოგენეზის ზრდის პერიოდში არიან. მათ ახასიათებს ქრომოსომათა დიპლოიდური რიცხვი. ზრდის პერიოდში პირველი რიგის ოოციტების ბირთვებში გამოვლინდება ქრომოსომები, რაც არის ერთ – ერთი ნიშანი ოოციტების მომზადებისა მომწიფების გაყოფისადმი (მეიოზური,

Read More