პანარიციუმი
პანარიციუმი (panaritium) – ხელის, და იშვიათად ფეხის თითების ქსოვილთა მწვავე ჩირქოვანი ანთება. ხელისგულის ზედაპირზე თითის კანი შეერთებულია ხელისგულის აპონევროზთან მკვირივი მყესოვანი ჭიმებით, რომელთა შორის მდებარეობს ცხიმოვანი ქსოვილის გროვა. კანის ანთებითი დაზიანების, ან ტრავმების დროს ანთება სწრაფად ვრცელდება შემაერთელებელქსოვილოვანი ჭიმებით ქსოვილის სიღრმეში: მყესებში, ძვლოვან წარმონაქმნებში, სახსრებში. გარდა ამისა, ექსუდატის დაგროვება დახურულ სივრცეებში იწვევს სისხლმიმოქცევის დარღვევას და ქსოვილთა