Tag Archives: პარათირეოიდული

შიმკეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიმკეს სინდრომი – მემკვიდრეობითი მრავლობითი ენდოკრინული ხასიათის სიმსივნეთაკომპლექსი: ფარისებური ჯირკვლის მედულარული კარცინომა შეუღლებული ორმხრივ ფეოქრომოციტომასთან, პარათირეოიდული ჯირკვლის ჰიპერპლაზიასა და ადენომასთან. ადგილი აქვს აკტჰ, ერითროპოეტინის, კალციტონინის და სხვ. ჰორმონების ექტოპიურ პროდუქციასაც. სინონიმი: სიპლის სინდრომი. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პარატჰორმონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარატჰორმონი – (ბერძ. Para მახლობლად, ახლოს + ლათ. [glandula] thiroidea ფარისებრი ჯირკვალი; სინ.: პარათირეოიდული ჰორმონი) პოლიპეპტიდური ჰორმონი, რომელიც პროდუცირდება პარაფარისებრი ჯირკვლების მიერ და არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

პარათირეოიდული უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარათირეოიდული უჯრედები – (cellulae parathyreoidales ბერძნ. para – ახლოს, thyreos – ფარი, eidos – მსგავსი) ფარისებრახლო ჯირკვლის ეპითელური უჯრედები (parathyrocyti) არჩევენ ამ უჯრედების ორ ძირითად სახესხვაობას: მთავარსა (parathyrocyti principales) და ოქსიფილურს (parathyrocyti acidophili). ისინი გამოიმუშავებენ ჰორმონ პარათირეოიდინს, რომელიც გავლენას ახდენს კალციუმის ცვლაზე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის,

Read More

პარათირეოიდული ოსტეოდისტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარათირეოიდული ოსტეოდისტროფია – (ლათ. Parathyreoideus ფარისებრახლო ჯირკვლის; ბერძ. Osteon ძვალი + dys – მოშლა + trophe კვება; სინ.: რეკლინჰაუზენის დაავადება) ჩონჩხის დაავადება, რომელიც გამოწვეულია ჰიპერპარათირეოზით – პარათირეოიდული ჯირკვლების ჰიპერფუნქციით. დაავადებას განაპირობებს ორგანიზმში მინერალური, ძირითადად ფოსფორ – კალციუმისა და კოლაგენური ცვლის დარღვევები, სისხლში პარატჰორმონის ჭარბი რაოდენობით გამოყოფის გამო,

Read More

პარათირეოიდექტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარათირეოიდექტომია – (ბერძ. Para მახლობლად, ახლოს + ლათ. [glandula] thiroidea ფარისებრი ჯირკვალი + ბერძ. Ektome ამოკვეთა) ერთი ან რამდენიმე პარათირეოიდული ჯირკვლის ამოკვეთის ქირურგიული ოპერაცია. წარმოადგენს ერთადერთ რადიკალურ მეთოდს ჰიპერპარათირეოზის სამკურნალოდ, რომელიც განპირობებულია ჰორმონულ – აქტიური სიმსივნით – ადენომით ან (შედარებით იშვიათად) პარათირეოიდული ჯირკვლების ჰიპერპლაზიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More