Tag Archives: პარანეოპლასტიკური

პარაონკოლოგიური დერმატოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაონკოლოგიური დერმატოზები – (ბერძ. Para მახლობლად, ახლოს +onkos მასა, სიმსივნე + logos სწავლება; სინ.: პარანეოპლასტიკური დერმატოზები) დერმატოზები, რომლებიც თან ახლავს ავთვისებიან სიმსივნეებს და წარმოქმნილია მისი ზემოქმედების შედეგად ორგანიზმზე. პარაონკოლოგიური დერმატოზები შესაძლებელია წარმოიქმნას შინაგანი ორგანოების კიბოს დროს, ენდოკრინულ – ცვლადი, ტოქსიკურ – ალერგიული, ავტოიმუნური და სხვა დარღვევების შედეგად.

Read More

ნეირონოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეირონოპათია – (ბერძ. neuron – ძარღვი, ნერვი) პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ზურგის ტვინის წინა რქების მოტორული ნეირონების სხეულების ან ზურგის ტვინის განგლიების სენსორული ნეირონების პათოლოგიურ პროცესში ჩართვით. მოტორული ნეირონოპათია ვლინდება კუნთების სისუსტით, ტონუსის დაქვეითებითა და ატროფიით, რომელთაც ანერვიანებს დაზიანებული უჯრედთა ჯგუფი და არც თუ იშვიათად ატარებს პარანეოპლასტიკურ

Read More

ლიმბური ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმბური ენცეფალიტი – პარანეოპლასტიკური გენეზის კლინიკური სინდრომი. ხასიათდება ლიმბური სტრუქტურების შერჩევითი ანთებითი დაზიანებით. ვლინდება პიროვნებისა და ემოციური რეაქციების პროგრესირებადი ცვლილებებით, მეხსიერების უხეში დარღვევით, ზოგჯერ აგზნებით, ჰალუცინაციებით, ეპილეფსიური შეტევებით, ანთებითი ცვლილებებით თავზურგტვინის სითხეში. ხშირია ფილტვის კიბოს დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More