Tag Archives: პარაპროტეინემიური

პარაპროტეინემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაპროტეინემია – სისხლში სტრუქტურულად ანომალური და ფუნქციონალურად არასრულფასოვანი იმუნოგლობულინების ჯგუფის ცილოვანი სხეულების გამოჩენა; აღინიშნება პარაპროტეინემიური ჰემობლასტოზების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მიელომური დაავადება

მიელომური დაავადება – 1. ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება პარაპროტეინემიური ჰემობლასტოზების ჯგუფიდან – პლაზმური უჯრედების ზრდა ძვლის ტვინის ინფილტრაციით, ძვლოვანი ქსოვილის დაშლით და ნორმალური სისხლწარმოქმნის დარღვევით. ვლინდება სისუსტით, დაღლილობით, ოსტეოლიზის მრავლობითი კერებით, ძვლებში ტკივილით, ჰიპერკალციემიითა და სპონტანური მოტეხილობებისადმი მიდრეკილებით, ცილოვანი ცვლის დარღვევით, თირკმელების დაზიანებით, ანემიით. მკურნალობა – ქიმიოთერაპია, ზოგჯერ – სხივური თერაპია, პლაზმოფერეზი. 2. სისხლმბადი ორგანოების დაავადება,

Read More

მაკროგლობულინემია

მაკროგლობულინემია – დაავადება პარაპროტეინემიური ჰემობალსტოზების ჯგუფიდან: პლაზმური უჯრედების ავთისებიანი ზრდა, რომლებიც ახდენენ მაკროგლობულინების პროდუცირებას. გამოვლინებები დაკავშირებულია სისხლის წებვადობის მომატებასთან; აღინიშნება სისუსტე, თავის ტკივილი, კანისა და ლორწოვანი გარსების სისხლდენა, ჰეპატოსპლენომეგალია, ლიმფური კვანძების ზომიერი გადიდება, მხედველობის დაქვეითება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კალერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კალერის დაავადება – მიელომური დაავადება, მრავლობითი მიელომა, პლაზმოციტომა, მიელომატოზი. პარაპროტეინემიური რეტიკულოზი, რეტიკულო – პლაზმოციტოზი. სისხლმბად ორგანოთა სიმსივნური დაავადება. დამახასიათებელია პლაზმოციტური უჯრედების დიფუზური ან კვანძოვანი ზრდა, რომელთაც აქვთ უნარი პარაპროტეინების პროდუცირებისა. კლინიკური სურათი ყალუბდება და გაპირობებულია რამდენიმე ძირითადი ფაქტორით: სიმსივნური ზრდით სისხლმბად სისტემაში, პარაპროტეინების ჰიპერპროდუქციით, რასაც თან სდევს

Read More