Tag Archives: პართენოგენეზი

პართენოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პართენოგენეზი – 1. (parthenogenesis ბერძნ.parthenos – ქალწული და genesis – განვითარება) გამარტივებული სასქესო გამრავლების ხერხი, როდესაც ახალი ორგანიზმი ვითარდება მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედიდან მამრობითი სასქესო უჯრედის განაყოფიერების გარეშე. ამ მოვლენას ეწოდება გინოგენეზი . გინოგენეზის პროცესში სპერმატოზოიდი ასრულებს მხოლოდ გამააქტიურებელი ფაქტორის როლს. არჩევენ აგრეთვე პართენოგენეზის კიდევ ერთ სახესხვაობას, ე.წ.მამრობით

Read More

აპომიქსისი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აპომიქსისი – (apomixis ბერძნ.apo – ზემოთ და ლათ.mixtus – შერეული) გამრავლების ხერხი, რომლის დროს, სქესობრივი გამრავ­ლე­­ბისგან განსხვავებით, ახალი ორგანიზმი წარმოიქმნება არა ორი გამე­ტის შერ­წყმით, არამედ ერთ – ერთი მათგანის განვითარების შედეგად (იხ. პარ­­თენო­გენეზი), ანდა ვეგეტატიური უჯრედების ზრდის ხარჯზე (იხ. აპოგამია). ტერმინი შემოიღო ვინკლერმა (1908). გაფრთხილება! ბმულები: 1.

Read More

ანდროგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანდროგენეზი – (androgenesis ბერძნ.aner, andros – მამაკაცი და genesis – განვითარება) მამრობითი პართენოგენეზი ე.ი. განა­ყოფიე­რებული მხოლოდ მამრობითი ბირთვის შემცველი განაყოფიე­რებული კვერცხის განვითარება, მაშინ როდესაც კვერცხუჯრედის ბირთვი არ არის, ვინაიდან განაყოფიერების პროცესს წინ უსწრებს მისი დაზიანება. ტერმინი შემოიღო (1913) გერტვინგმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის

Read More

აგამოსპერმია

აგამოსპერმია – (agamospermia ბერძნ.a – უარყოფა, იხ.გამეტები და sperma, spermatos – თესლი) სქესობრივი გამრავლების გამარტივებული მეთოდი მდედრობითი გამეტების განვითარების საფუძველზე, რომლის პროცესში განაყოფიერება არ ხდება. მამრობითი გამეტები ამ პროცესში მხოლოდ ზიგოტის დაყოფის სტიმულატორების როლს ასრულებენ. იხ.პართენოგენეზი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)