Tag Archives: პიოდერმიით

რედემეკერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რედემეკერის სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომლის დროსაც აღინიშნება ინფექციებისადმი მომატებული მგრძნობელობა, ლიმფური კვანძების ჰიპერპლაზია და სისხლის პროტეინების არასრულფასოვნება. დაავადება ვლინდება ძუძუმწოვარა ბავშვებში პიოდერმიით, ეგზემით, ჰემორაგიული დიათეზით, აგრეთვე სხვა ნიშნებით: ქრონიკული ოტორეით, ბრონქოპნევმონიით  –  მორეციდივე მენინგიტით, სპლენომეგალიით, ლეიკოციტოზით, თრომბოპენიით, ჰიპოგამაგლობულინემიით, ძვლის ტვინში  –  ინტერმიტირებული მეგაკარიოციტოპენიით. პროგნოზი ცუდია. [“3”] გაფრთხილება!

Read More

პიომიოზიტი ტროპიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიომიოზიტი ტროპიკული – (pyomyositis tropica; პიო – + ბერძ. mys, myos კუნთი + – იტი) ტროპიკული ინფექციური დაავადება, სავარაუდოდ სტრეპტოკოკური ეტიოლოგიისა; ხასიათდება ცხელებით და პიოდერმიით, შემდგომში ჩონჩხის კუნთებში მტკივნეული ინფილტრატების გაჩენით, რომლებიც მიდრეკილნი არიან აბსცენდირებისაკენ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა

Read More