Tag Archives: პირამიდულ

პირამიდული უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირამიდული უჯრედები – (cellulae pyramidales) თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ასოციაციური ნერვული უჯრედები. მათ სხეულს აქვს პირამიდის ფორმა, რომლის წვერი ქერქის ზედაპირისკენაა მიმართული. პირამიდული უჯრედების წვერებიდან და გვერდებიდან გამოდის დენდრიტები, ფუძიდან კი – ნეირიტი. სხეულის ზომის მი­ხედ­ვით არჩევენ მცირე, საშუალო და დიდ პირამიდულ უჯრედებს, რომლებიც ქერქში შრეებადაა განლაგებული.

Read More

მულტისისტემური ატროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მულტისისტემური ატროფია – სპორადული ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება ბაზალური განგლიები, ხიდის ბირთვები, ნათხემი, ზურგის ტვინის გვერდითი რქების სიმპათიკური ნეირონები. ვლინდება პარკინსონიზმისა და გამოხატული ვეგეტატიური უკარისობის, პირამიდულ დარღვევების, ნათხემოვანი ატაქსიის ურთიერთშერწყმით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა