Tag Archives: პირონინით

პირონინოფილია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირონინოფილია – (pyroninophilia საღებარის სახელწოდებიდან „პირონინი“, ბერძნ.pyr – ცეცხლი და philia – სიყვარული) უჯრედების სტრუქტურების უნარი, შეიღებოს პირონინით წითლად. პირონინი იძლევა სპეციფიკურ რეაქციას რნმ – თან და ამიტომ შერჩევითად ღებავს რნმ – ის შემცველ სტრუქტურებს (მაგალითად, ბირთვაკებს, რიბოსომებს). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა

Read More

კარიოსომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კარიოსომები – (caryosomata ბერძნ.caryon  –  ბირთვი და soma, somatos  –  სხეული; სინ. ქრომოცენტრები) უჯრედის ბირთვში მსხვი­ლი და მკვრივი ინტენსიურად შეღებვადი ქრომატინის ბელტები, რომ­ლებიც გარეგნულად ბირთვაკების მსგავსია, ამიტომ კარიოსომებს ზოგ­ჯერ ქრომატინულ ანუ ცრუ ბირთვაკებს უწოდებენ. ნამდვილი ბირთვა­კებისაგან ისინი განსხვავდებიან ქიმიური შედგენილობით, რისი განსაზღვრაც ადვილია პირონინით დიფერენცირებული შეღებვის გამოყე­ნებით.

Read More

ბაზოფილია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაზოფილია – უჯრედული სტრუქტურების უნარი შეიღებოს ფუძე საღებრებით (პირონინით, მეთილენლურჯით, აზურითა და სხვ.). ბაზოფილია ძირითადად განპირობებულია უჯრედის ციტოპლაზმაში რიბონუკლეინის მჟავის სიჭარბით. ნიშანდობლივია მცირედ დიფერენცირებული, აქტიურად მზარდი, ცილის ინტენსიურად მასინთეზებელი უჯრედებისათვის (მაგ. ემბრიონის, სიმსივნეების, კუჭქვეშა ჯირკვლის, ღვიძლისა და ნერვული ქსოვილის უჯრედები დასხვ.). უჯრედული სტრუქტურებისათვის დამახასიათებელ ბაზოფილიას ან აციდოფილიას

Read More