პორტული ჰიპერტენზიის სინდრომი
პორტული ჰიპერტენზიის სინდრომი portal hypertension პორტული ჰიპერტენზიის სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება კარის ვენის სისტემაში წნევის მომატებით, ბუნებრივი პორტოკავალური ანასტომოზების გაფართოებით, სპლენომეგალიით. განასხვავებენ პორტული ჰიპერტენზიის ღვიძლგარე, ღვიძლშიგა და შერეულ ფორმებს. გამოყოფენ აგრეთვე პორტული ჰიპერტენზიის მწვავე და ქრონიკულ სინდრომებს. კარის ვენაში სისხლის მიმოქცევის გაძნელება იწვევს მისი ანასტომოზების გაფართოებას; ხდება საყლაპავისა და კუჭის ვენების, ჰემოროიდალური წნულის ვარიკოზული