პოსტჰეპატიტური სინდრომი
პოსტჰეპატიტური სინდრომი posthepatitic sindrome
პოსტჰეპატიტური სინდრომი (პოსტჰეპატიტური ჰიპერბილირუბინემია, სიყვითლე პოსტჰეპატიტური) – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება ნარჩენი მსუბუქი ჰიპერბილირუბინემიით, სისხლში უპირატესად არაპირდაპირი (თავისუფალი) ბილირუბინის შემცველობის მომატებით, რაც ვლინდება ავადმყოფთა ნაწილში, რომლებმაც გადაიტანეს მწვავე (ჩვეულებრივ ვირუსული) ჰეპატიტი, ღვიძლის სხვა ფუნქციონალური და მორფოლოგიური ცვლილებების ნიშნების გარეშე.
ზოგჯერ ავადმყოფებს აღენიშნებათ საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, მსუბუქი დისპეფსიური მოვლენები. ღვიძლი ნორმალური ზომისაა ან მცირედ გადიდებული, უმტკივნეულოა. რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში აღინიშნება სიმპტომების სრული რეგრესი.