Tag Archives: პროგრესირებად

მწვავე გაფანტული ენცეფალომიელიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მწვავე გაფანტული ენცეფალომიელიტი – მიეკუთვნება პროგრესირებად დემიელინიზირებად ლეიკოენცეფალიტებს და ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დისემინირებადი დაზიანებით. დაავადება ინფექციურ – ალერგიული ხასიათისაა; გამომწვევი სავარაუდოდ ნეიროტროპული ვირუსია. დაავადება ხშირად ვითარდება რესპირატორული ან ნაწლავური ინფექციის კვალდაკვალ. იწყება მწვავედ; აღინიშნება თავის ტკივილი, ზოგადი სუსტე, შემცივნება ტემპერატურის მომატება, შესაძლოა აღინიშნებოდეს ხველა, სურდო.

Read More

დეჟერინის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დეჟერინის დაავადება – ნევრალური კუნთოვანი ატროფიის დეგენერაციული მემკვიდრეობითი ფორმა. გადაცემა ავტოსომურ – დომინანტური წესით. ადგილი აქვს კუნთების სიმეტრიულ პროგრესირებად ატროფიას, ნერვული ბოჭკოების გასქელებას, რომელთა პალპირება ადვილად ხერხდება კანქვეშ. ტროფიკის და მგრძნობელობის დარღვევა, კანზე მრავლადაა ხალები, კანქვეშა ნეიროფიბროზი, გამოხატულია ანდროტროპიზმი. დადებითია რომბერგის ნიშანი (იხ.), შესაძლოა ატაქსია, ნისტაგმი, თვალის

Read More