Tag Archives: პროგრესირებს

შილდერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შილდერის დაავადება – (სინ. დიფუზური სკლეროზი, დიფუზური პერიაქსილარული ენცეფალიტი, შილდერის ლეიკოენცეფალიტი) ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი დაავადება; მიეკუთვნება დემიელინიზირებად დაავაადებებს; ხასიათდება თავის ტვინის თეთრი ნივთიერების მასიური დესტრუქციით. ვითარდება ქვემწვავედ ან თანდათანობით და შემდგომში განუხრელად პროგრესირებს; მთავრდება თითქმის ყოველთვის ლეტალობით. ხასიათდება მსხვილი კერის ფორმირებით ერთ – ერთი  ჰემისფეროს ღრმა

Read More

ფრიდრეიხის ატაქსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრიდრეიხის ატაქსია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ზურგის ტვინის გამტარი სისტემებისა და პერიფერიული ნერვული ბოჭკოების  დეგენერაციასთან. ვლინდება 8 – 15 წლის ასაკში მერყევი ნაბიჯებითა და ხშირი დაცემებით. აღინიშნება ატაქსია და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევები, აგრეთვე ღრმა მგრძნობელობის დარღვევა, კუნთების დასუსტება კიდურების დისტალურ ნაწილებში, სკოლიოზი და ტერფის დეფორმაცია. შესაძლებელია

Read More

ურბახ – ვიტეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურბახ – ვიტეს დაავადება – (E. Urbach, ამერიკ. დერმატოლოგი; C. Wiethe, ავსტრ. ოტოლარინგოლოგი; სინ.: კანისა და ლორწოვანი გარსების ჰიალინოზი, ლიპოპროტეინოზი) კანისა და ლორწოვანი გარსების დაავადება, რომელიც წარმოიქმნება ლიპიდური და ცილოვანი ცვლის მოშლის შედეგად. დაავადება ვლინდება ჩვილ ასაკში კანის, ასევე პირის ღრუსა და ხორხის ლორწოვანი გარსის უმნიშვნელო ცვლილებებით.

Read More

სტენ – გრიქსონის მიოტონია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტენ – გრიქსონის მიოტონია – თანდაყოლილი მიოტონია. ვლინდება ადრე ბავშვობაში. ნებისმიერ უნებლიე მოძრაობაზე აღინიშნება კუნთების გახანგრძლივებული შეკუმშვა (მიოტონური რიგიდობა). იგივე მოძრაობის გამეორებაზე კუნთების დაჭიმვა თანდათან ქრება და მოძრაობა ხდება თავისუფალი. სიმპტომები ძლიერდება დაძაბუნებისას, ფიზიკურ გადაძაბვაზე, სიცივესა და ემოციაზე. დაავადება ნელა პროგრესირებს. ამ მიოტონიის დროს, განსხვავებით სხვა მიოტონიებისაგან,

Read More

სკლერედემა მოზრდილთა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სკლერედემა მოზრდილთა – (-scleroedema adultorum; ბერძ. Scleros მყარი, მკვრივი + oidema სიმსივნე)იშვიათი დერმატოზი, რომელიც დაკავშირებულია კოლაგენური ქსოვილის ინფექციურ – ტოქსიკურ ტროფიკულ დაზიანებასთან; ვლინდება დერმისა და კანქვეშა უჯრედისის შეშუპებითა და გამკვრივებით. ჩვეულებრივ, დერმატოზი ვითარდება გადატანილი მწვავე ინფექციური დაავადებების შემდეგ. დაავადება იწყება კანის შეშუპებადი, ცომისებრი შესქელებით, რომელსაც გააჩნია მკვეთრი

Read More