Tag Archives: პროდუქტიულობას

ცოდნის მართვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცოდნის მართვა – (ინტ.) knowledge management ფორმალური პროცესი, რომელიც შედგება ორგანიზაციული პროცედურების, ადამიანების, ტექნოლოგიების შეფასება ში და სისტემის შექმნაში, რომელიც ამ კომპონენტებს შორის არსებულ ურთიერთკავშირებს გამოიყენებს საჭირო ადამიანებისათვის, საჭირო დროს, საჭირო ინფორმაციის მიწოდების მიზნით, რაც ზრდის მათი მუშაობის პროდუქტიულობას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

დიკროცელიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიკროცელიოზი – შინაური და გარეული ცხოველების (იშვიათად ადამიანის) ჰელმინთოზური დაავადება. იწვევს ლანცეტისებრი ფორმის პარაზიტი Dicrocoelium lanceatum. გავრცელებულია ყველგან. ვითარდება შუალედი (ხმელეთის ლოკოკინები) და დამატებითი მასპინძლების (ჭიანჭველები) მონაწილეობით. დიკროცელიოზით ცხოველი ავადდება საძოვარზე. დიკროცელიუმი პარაზიტობს ნაღვლის სადინარში, იწვევს ანთებას. ამცირებს ცხოველის პროდუქტიულობას, ასუსტებს მას და ხშირ შემთხვევაში კლავს კიდეც.

Read More