Tag Archives: პროდუცირდება

ყვითრის ბირთვი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყვითრის ბირთვი – (nucleus interphasicus) ოოციტების ციტოპ­ლაზმაში ჰეტეროგენული წარმონაქმნი, რომელიც შედგება უჯრედის ცენტრის გარშემო დაგროვილი მიტოქონდრიებისაგან, რომლებიც, თავის მხრივ, გარშემორტყმული არიან კონცენტრულად მდებარე ყვითრის ფენების მრავალი შრით. ეს უკანასკნელები პროდუცირდება გოლჯის კომპლექსის სხეულაკების მონაწილეობით. ყვითრის ბირთვი ყვითრის წარმოქმნასთანაა დაკავშირებული. სინ.ბალბიანის სხეული. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის

Read More

ყვითელი სხეული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყვითელი სხეული – 1. (corpus luteum) დროებითი დამატებითი ენდოკრინული ჯირკვალი, რომელიც საკვერცხეში ოვულაციის შემდეგ მწიფე ფოლიკულის გასკდომის – გახლეჩის ადგილას წარმოიქმნება. ყვითელ სხეულში ფოლიკულური ეპითელიუმის ჯირკვლოვანი ტრანსფორმაციის შედეგად პროდუცირდება ჰორმონი პროჟესტერონი, რომელიც აუცილებელია ენდომეტრიუმის მოსამზადებლად, ჩანასახის ენდომეტრიუმში იმპლანტაციისა და პლაცენტის განვითარებისათვის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის

Read More

პარატჰორმონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარატჰორმონი – (ბერძ. Para მახლობლად, ახლოს + ლათ. [glandula] thiroidea ფარისებრი ჯირკვალი; სინ.: პარათირეოიდული ჰორმონი) პოლიპეპტიდური ჰორმონი, რომელიც პროდუცირდება პარაფარისებრი ჯირკვლების მიერ და არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა