Tag Archives: პროდუცირებას

მძიმე ჯაჭვების დაავადებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მძიმე ჯაჭვების დაავადებები – ავთვისებიანი დაავადებები პარაპროტეინემიული ჰემობლასტოზთა ჯგუფიდან, რომლებიც ხასიათდებიან პლაზმური უჯრედების ზრდით, რომლებიც ახდენენ ე. წ. იმუნოგლობულინების მძიმე ჯაჭვის პროდუცირებას. გვხვდება საკმაოდ იშვიათად. გამოვლინებები: ლიმფური კვანძების გადიდება (პერიფერიული, მუცლის ღრუს), ზოგჯერ – ღვიძლის, ელენთის გადიდება, სისხლის სურათის შეცვლა და სხვ. დიაგნოსტიკა ემყარება სისხლის შრატში იმუნოგლობულინების

Read More

მაკროგლობულინემია

მაკროგლობულინემია – დაავადება პარაპროტეინემიური ჰემობალსტოზების ჯგუფიდან: პლაზმური უჯრედების ავთისებიანი ზრდა, რომლებიც ახდენენ მაკროგლობულინების პროდუცირებას. გამოვლინებები დაკავშირებულია სისხლის წებვადობის მომატებასთან; აღინიშნება სისუსტე, თავის ტკივილი, კანისა და ლორწოვანი გარსების სისხლდენა, ჰეპატოსპლენომეგალია, ლიმფური კვანძების ზომიერი გადიდება, მხედველობის დაქვეითება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი