Tag Archives: პროვიზორული

ცენოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენოგენეზი – 1. (cenogenesis ბერძნ.kainos – ახალი და genesis – წარმოშობა) – ემბრიონული განვითარების დროს ისეთი ახალი ნიშნების წარმოქმნა, რომლებიც წინაპრებს არ ახასიათებდათ. ამ ნიშნებს ჩანასახისთვის აქვს შემგუებლობითი მნიშვნელობა. ცენოგენეზური ნიშანია მაგ., თევზებში, ფრინველებში, რეპტილებსა და ძუძუმწოვრებში პროვიზორული ორგანოების წარმოქმნა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და

Read More

ყვითრის პარკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყვითრის პარკი – (saccus vitellinus) ჩანასახსგარე (პროვიზორული) ორგანო, რომელიც ასრულებს ტროფიკულ ფუნქციას. იგი უვითარდება თევზების, რეპტილიების, ფრინველებისა და ძუძუმწოვრების ჩანასახებს. ყვითრის პარკის კედელს ქმნის ყვითრის ეპითელიუმი, მეზენქიმა და გარეთა ეპითელიუმი. ყვითრის პარკის შიგნით ყვითრის პარკის ღრუა (cavum vitellinum), რომელშიც ყვითრია. იგი ტროფიკული მასალაა, რომლის ხარჯზეც მიმდინარეობს ჩანასახის

Read More

რეკაპიტულაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეკაპიტულაცია – 1. (recapitulatio ლათ. recapitulatio  –  გამეორება)   განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომი ცხოველების ემბრიონული განვითარების ამა თუ იმ ნიშნის გამეორება, არეკლვა უმაღლეს ორგანიზმში. რეკაპიტულაციის პროცესების საფუძველზე შესაძლებელია აირეკლოს, განმეორდეს ონტოგენეზში ფილოგენეზის ძირითადი ეტაპები. ადამიანის ემბრიოგენეზის რეკაპიტულაციის მაგალითებია ჩონჩხის სამი ფორმის შეცვლა  –  ქორდა, ხრტილოვანი ჩონჩხი, ძვლოვანი ჩონჩხი;

Read More

პროვიზორული ქსოვილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროვიზორული ქსოვილები – (textus provisorici) – პროვიზო­რული ორგანოების ქსოვილები (ყვითრის პარკი, ამნიონი, ალანტოისი, ქორიონი). მათ ეკუთვნის: ყვითრის, ამნიონური, ალანტოისური, ქორიული ეპითელიუმი, მეზენქიმა, გლუვი კუნთოვანი ქსოვილი, ლორწოვანი ქსოვილი და სხვ. პროვიზორული ორგანოების ჰისტოგენეზი მიმდინარეობს დაჩქარებულად, შემცირებულად (დროში) და გამარტივებულად (დიფერენცირების მორფოლოგიური ეტაპების ამოვარდნით) ანალოგიური დეფინიტური ორგანოების ქსოვილებთან შედარებით.

Read More

პროვიზორული ორგანოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროვიზორული ორგანოები – (გერმ. Provisorisch – წინასწარი, დროებითი), ცხოველებისა და ადამიანის დროებითი ორგანოები, რომლებიც ასრულებენ ამა თუ იმ ფუნქციას ონტოგენეზის მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც განვითარდება იმავე ფუნქციის შემსრულებელი საბოლოო (დეფინიტური) ორგანოები, მოხდება პროვიზორული ორგანოების რედუქცია. პროვიზორული ორგანოები საბოლოო ორგანოებთან შედარებით უფრო სწრაფად ვითარდებიან და

Read More